ოკუპირებულ მარიუპოლში მეორე დღეა აფეთქებების ხმა ისმის

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მეორე დღეა აფეთქებების ხმა ისმის. კერძოდ, მარიუპოლში რუსული არმიის­ გამაგრებული პუნქტები დაიბომბა, არიან დაღუპულები.

ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოს თავის Telegram-არხზე მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშენკო ავრცელებს.

„აფეთქებები რუსული ჯარის გამაგრებულ ობიექტებზე. რა აფეთქდა ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია მათ მიერივე გაშვებული ჰაერსაწინააღმდეგო ჭურვი ჩამოვარდა, მაგრამ „ტვირთი-200“-ის (დაღუპულთა ცხედრები) გატანას არაერთი რეისი დასჭირდათ. ხანძრებია პორტ-სიტისა და ბეტონის მინი-ქარხნის ტერიტორიაზე. მტერმა როსტოვის მიმართულებიდან ავიაცია აამოქმედა“, - წერს ანდრიუშენკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუს სამხედროებს ტერიტორიიდან საბრძოლო კომპლექტი გააქვთ, მაგრამ ძალიან ნელ ტემპში და ტანკების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს დონბასის ტერიტორიაზე ბევრი აფეთქება მოხდა, ნადგურდება რუსული არმიის იარაღის საწყობები, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო