რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნების“ საგულშემატკივროდ „თიბისი“ 9 სექტემბერს ღია ჩვენებას გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნები მატჩებს ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ.

„თიბისი“, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორი, მათ საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს გამართავს.

თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში სპორტის მოყვარულები ეროვნული გუნდის გამხნევებასა და გულშემატკივრობას „თიბისის“ ფან-ზონებიდან შეძლებენ.

პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, „თიბისის“ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. (თარიღი & დრო: 9 სექტემბერი, 20:00 საათი; ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქუჩა N25; თამაში: ავსტრალია vs საქართველო)

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

ღონისძიების მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს პირველი არხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო