საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ნორინგ მოლოდინს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორს, ნორინგ მოლოდინს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონო ნორინგ,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 80 წლის იუბილეს.

თქვენი ნაყოფიერი და უანგარო მოღვაწეობა შესანიშნავი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის. მათთვის, ვინც ხვალინდელ საქართველოს აშენებს და სამთო-გეოლოგიის დარგის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეაქვს.

ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც თქვენი ღირსეული მოღვაწეობით, მეცნიერების განვითარებაში შეგაქვთ.

თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს საკონვეიერო ტრანსპორტის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებული კვლევის მიმართულებით მრავალი ღირებული ნაშრომი მოგვეპოვება, რომელზეც, მჯერა, კიდევ არაერთი სასახელო მეცნიერთა თაობა აღიზრდება.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო