უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო

უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო. განცხადება ბუქარესტში მიმდინარე „სამი ზღვის“ სამიტის ფარგლებში, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ხორვატიის ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, უკრაინა უკვე გავიდა მარცვლეულის ექსპორტზე.

„მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გზა ნიშურ გზას განეკუთვნება, ეს უკვე სარგებლობს პოპულარობით. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ ეს სატრანსპორტო დერეფანი და გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ეს ლოგისტიკური მარშრუტი ომის დასრულების შემდეგაც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნების ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში“, - განაცხადა სვირიდენკომ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე უკრაინულ პროდუქციაზე დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას შეეხო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო