გია ვოლსკი - ქვეყანა ლაფში იყოს ჩაფლული, იყოს სადისტური რეჟიმის მიერ მართული და ამ დროს სახელმწიფოს ხარჯზე ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე, დანაშაული ეს არის - ეს კითხვები მაშინ რომ დაგესვათ, კითხვის დღეს დასმის მორალური უფლება გექნებოდათ

უნდა დავაფასოთ გამჭვირვალობა და ის, რომ ყოფილი პრეზიდენტივით ბიუჯეტიდან ბოტოქსს არ იკეთებს - ესეც დღევანდელი მმართველობის შემადგენელი ნაწილია! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კითხვას, საიდან აქვს პრემიერ ღარიბაშვილს ევროპაში, ჩარტერული ავიარეისით გამგზავრებისთვის საჭირო თანხის გადახდის შესაძლებლობა?

ვოლსკის აზრით, ის, რომ ადამიანმა პირადი თანხით იმგზავრა, დანაშაული არ არის.

მისივე თქმით, „ეს უხერხულად არ ეჩვენება“, რადგან პრემიერს კანონიერად მიღებული შემოსავალი აქვს და ყველაფერი დეკლარაციაში აისახება.

„არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას იღებს და არც რაღაც მანიპულაციებისთვის ჩადის - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს. სამაგიეროდ, ჩვენი პრემიერის მმართველობის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა პანდემიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, 90-მილიარდს - საშუალო ევროპულ სტანდარტს მიაღწევს. ამასთან, არის გარკვეული მონაცემები - თუნდაც სიღარიბის შემცირება, ეკონომიკის განვითარება, რაც მისი დამსახურებაა.

ქვეყანა მთლიანად ლაფში იყოს ჩაფლული, იყოს სადისტური რეჟიმის მიერ მართული და ამ დროს სახელმწიფოს ხარჯზე ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე, დანაშაული ეს არის. ეს კითხვები მაშინ რომ დაგესვათ, კითხვის დღეს დასმის მორალური უფლება გექნებოდათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო