სტრასბურგის სასამართლო - ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

„საჩივარში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები შეიცავდა ისეთ ხარვეზებს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მისი დაკავების კანონიერებას მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად. განმცხადებლის მტკიცებით, სასამართლო ვალდებული იყო მხარეებისთვის მიეწოდებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება პრევენციული ზომების გამოყენების შესახებ, კერძოდ, პატიმრობის შესახებ და შესაბამისად, მისი დაკავება არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 (ბ,გ) და მე-3 პუნქტებს", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.

ამასთან, სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებლის მტკიცებით, მისი დაკავება ემსახურებოდა მის ჩამოშორებას საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებიდან და პოლიტიკური საქმიანობისთვის მის დასჯას. ამ განცხადების გაკეთებისას იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს.

სასამართლოს ინფორმაციით, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო