ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტთან, ქალაქ ბოლნისში მდებარე გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე, ოლივერ რაისნერი და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი როლფ ბარაისი ესწრებოდნენ.

„მხარეებმა შეხვედრაზე ქალაქ ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-რესტავრაციისთვის ფინანსების მოძიების საკითხზე იმსჯელეს. ქალაქ ბოლნისში ამ ეტაპზე 21 ძველ გერმანულ შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობებიც სწორედ კატერინენფელდის პერიოდშია აშენებული. გერმანული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-რესტავრაციის პროექტი არამარტო ძეგლებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას, არამედ მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებასაც ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო