კახა კალაძე - როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო - როცა მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და ყველაფერი მოგიყვეთ?

როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ში პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ ვიზიტს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლიტიკოსი პირადი ხარჯებით მიდის უცხო ქვეყანაში, არ აქვს ვალდებულება ამის შესახებ საჯაროდ ისაუბროს.

„იცით, რომ დეკლარაცია წელიწადში ერთხელ ივსება. თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები კანონით არიან ვალდებულები, წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ ამ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოუწევს ვალდებულება შეასრულოს და დეკლარაცია წარმოადგინოს. რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და ყველაფერი მოგიყვეთ? არ არის სწორი. იგივე რომ მოგთხოვოთ ახლა თქვენ, შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით დავდე და თქვენ ამ ყველაფერზე გესაუბროთ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის სტრატკომი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო