კახა კალაძე - მიზანმიმართული კამპანიაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ

ტენდენციაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქვეყნის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის პირველ მიკრორაიონში მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისის მერია არ გასცემს ისეთ ნებართვებს და არ ახორციელებს ისეთ განაშენიანებას, რაც შეიძლება ქალაქის ხვალინდელი დღისთვის დამაზიანებელი იყოს.

„მე არ ვიცნობ აღნიშნული მშენებლობის შესახებ დეტალებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა გულწრფელად შეგიძლიათ გითხრათ ერთი რამ - სამშენებლო ნებართვა, რომელიც გაიცემა ჩვენი შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ყველა არის კანონიერი და ჯდება მოთხოვნებში. აქაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სუფთად და კანონიერად მიმდინარეობს. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ამ კომპანიას ვინმე მფარველობს. ტენდენციაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქვეყნის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რასაც ზოგი გამორჩენის მიზნით აკეთებს, რომ ინვესტორთან მივიდეს და ფული გამოსძალოს.

ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, მშენებლობები, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ამ ქალაქის ურბანული ინტერესები დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით