ანა დოლიძე - ჩვენ აღვადგენთ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონს

ჩვენ აღვადგენთ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონს და მას ექნება უკუქცევითი ძალა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს.

,,ჩვენ აღვადგენთ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონს და მას ექნება უკუქცევითი ძალა. ირაკლი ღარიბაშვილის შვილის სწავლის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა კორუფციაა ჩვენს ხელისუფლებაში და სინამდვილეში, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის არ მუშაობს. მან ასევე დაგვანახა, რომ ჩვენ შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად უნდა აღვადგინოთ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი, ამ კანონით ჩვენ საჯარო მოხელეებს ექნებათ მაღალი ხელფასი, მაგრამ ამ კანონით მათ მოუწევთ დაასაბუთონ ყველანაირი შემოსავალი და შემდეგ პასუხი აგონ უკანონო შემოსავლებისთვის. ეს კანონი მოქმედებს ევროპის უმეტეს ქვეყანაში და შესაბამისად, ჩვენ შემოვიღებთ ამ კანონს და მას მივანიჭებთ უკუქცევით ძალას, ანუ წარსულ შემთხვევებზეც გავავრცელებთ. ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება, რითაც ყველას ვისაც უკანონო შემოსავლები აქვს საჯარო სამსახურში პასუხს ვაგებინებთ“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო