მამუკა მდინარაძე - საზოგადოებას აინტერესებს მელიასთვის გადამდგარი გახარია რას იტყვის იმასთან დაკავშირებით, თითქოს მელიას უკანონოდ აკავებდნენ და ამიტომ მიატოვა სიმართლის მღაღადებელმა საკუთარი გუნდი

საზოგადოებას ახსოვს აჟიოტაჟი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან - საზოგადოებას აინტერესებს, მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას იტყვის , - ასე ეხმიანება ნიკა მელიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ყველა, ვინც მელიას უკანონო დაკავებაზე საუბრობდა, ტყუილს ამბობდა და "დღეს კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმის, რაც მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ ჩაიდინა."

"საზოგადოებას ახსოვს ძალიან კარგად, რამხელა აჟიოტაჟი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც, გარკვეული ადამიანები და წრეები, როგორ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიუთითებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური, უკანონო დაკავება. დღეს სტრატსბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ესეც იყო მორიფი ფეიკ -კამპანია, მორიგი ტყუილების კასკადი. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერია, მაგრამ შეგვიძლია ამოკითხოთ, შედეგი ეს არის, რომ ყველა ვინც მელიას უკანონო დაკავებაზე საუბრობდა, უბრალოდ ტყუილს ამბობდა.

მრავალი რაიონის, მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტია, რომელიც არის "ნაცებთან" კოალიციაში, მაინც სხვა ალიანსებზე საუბრობს, თვითონ არიან კოალიციაში და წარმოსახვით ალიანსებზე საუბრობენ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას აინტერესებს მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას იტყვის, იმასთან დაკავშირებით, რაც მაშინ საერთო ნარატივი იყო, თითქოს მელიას უკანონოდ აკავებდნენ და ამიტომ სიმართლის მღაღადებელმა, გახარიამ მიატოვა საკუთარი გუნდი, რომ ეს ღალატი კი არ იყო, სიმართლისთვის მიატოვა და დღეს ჩანს, რომ ეს სიმართლეც არ არის სიმართლე, ტყუილი იყო მისი განცხადებაც, გადადგომაც, ყველაფერი სპეკულაცია იყო, მისი გადადგომა იმ ფეიკ -კამპანიას, რომელიც სტრასბურგმა ამხილა დღეს, აძლიერებდა,"- განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო