CNN - Starlink-ის გათიშვით ილონ მასკმა 2022 წელს ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა

Starlink-ის გათიშვით ილონ მასკმა 2022 წელს ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელი ჟურნალისტის უოლტერ აიზეკსონის მიერ დაწერილი მასკის ბიოგრაფიიდან ნაწყვეტზე დაყრდნობით წერს, რომელიც გაყიდვაში 12 სექტემბრიდან გამოვა.

ნაწყვეტის თანახმად, 2022 წელს მასკმა თავის ინჟინრებს ფარულად უბრძანა ყირიმის სანაპიროების მახლობლად Starlink სატელიტური კავშირის ქსელი გაეთიშათ, რათა ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო-საზღვაო ფლოტზე საზღვაო დრონების გამოყენებით თავდასხმა ჩაეშალა.

ჟურნალისტის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების მქონე უკრაინული დრონები “რუსულ ფლოტს მიუახლოვდნენ”, მაგრამ შემდგომ “უვნებლად სანაპიროზე აღმოჩნდნენ”.

აიზეკსონის თქმით, მასკის გადაწყვეტილება რუსეთის საპასუხო ქმედებისადმი შიშით იყო გამოწვეული. მასკი თითქოსდა რუს მაღალჩინოსნებს ესაუბრა და ამ საუბრების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ მსგავს ვითარებაში რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.

“Starlink შექმნილი იყო, რათა ხალხმა Netflix-ის ყურება, განტვირთვა, სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირება, მშვიდობიანი საქმეების კეთება შეძლოს და არა დრონებით დარტყმები მიიტანოს”, - ნათქვამია მასკის კომენტარში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო