ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ - კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი

კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და საქართველოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ უფლება.

ამასთან, ბორელის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მხარს უჭერს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან, რამდენიმე კვირაში, ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოზე, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, ანგარიშს წარადგენს. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე - კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ...

მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ასევე, სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად შეიძლება უფლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი”, - განაცხადა ბორელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო