ჯოზეფ ბორელი - 12 პრიორიტეტის შესრულება ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო - გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს

12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.

მან მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს.

ბორელის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა, რისთვისაც ყველა მოქმედი პირი უნდა მუშაობდეს ერთად და კონსტრუქციულად. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთიანობა ახლა მნიშნველოვანია ისე, როგორც არასდროს.

“საქართველოს შემთხვევაში არის ევროკომისიის მოსაზრებაში დაფიქსირებული 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად არ არის საჭირო. საბოლოო ჯამში, ეს საჭირო არის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ბევრ ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას.

მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. [ევროკავშირში] გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს”, - განაცხადა ბორელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო