ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსტემ უმეროვს შეუძლია თავდაცვის სამინისტროს მუშაობა გადატვირთოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ახლადდანიშნულ თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეუძლია, თავდაცვის დეპარტამენტის მუშაობა გადატვირთოს.

"ძლიერი კაცი. კარგად იცნობს თავდაცვის სექტორს. სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან ჩართულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში. ძალიან მგრძნობიარე მოლაპარაკებებში,⁹ შედეგიანში. ის ასევე მონაწილეობს ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამაში რუსტემსაც აქვს მიღწეული უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უმეროვს „შეუძლია თავდაცვის სამინისტროს მუშაობა გადატვირთოს, სწორედ ესაა ახლა საჭირო“.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსეი რეზნიკოვი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი 2021 წლის 4 ნოემბრიდან ეკავა. 6 სექტემბერს, სახალხო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას, რუსტემ უმეროვს. მანამდე მას სახელმწიფო ქონების ფონდის ხელძღვანელის თანამდებობა ეკავა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო