რუსული ძალები წუხელ ოდესის ოლქს Shahed-136/131-ის დრონებით დაესხნენ თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარდლობის ცნობით, დრონები სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებიდან გაუშვეს, დრონების ნაწილის განადგურება უკრაინელებმა ვერ შეძლეს. „სულ დაფიქსირდა 20 Shahed-ის გაშვება ოდესის ოლქის მიმართულებით.
ჩატარებული საბრძოლო ქმედებების შედეგად ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში 16 დრონი განადგურდა", - აცხადებენ საჰაერო ძალების სრდლობაში.რუსულმა ძალებმა, მიმდინარე კვირაში, ოდესის ოლქს დრონებით ხუთჯერ შეუტიეს.