უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან და რობოტინოსთან წარმატებას მიაღწიეს

უკრაინელი დამცველები ბახმუტის სამხრეთით და რობოტინოს სამხრეთით წარმატებას აღწევენ, მტერს პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 სამხედრო შეტაკება მოხდა.

ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნეს. ბახმუტის მიმართულებით, შეტევითი ოპერაციების შედეგად, თავდაცვის ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება ბახმუტის სამხრეთით, განდევნიან მტერს თავიანთი პოზიციებიდან და კონსოლიდირდებიან მიღწეულ ხაზებზე.

“ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეტაპობრივად, აქვთ წარმატებები რობოტინოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან”, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უკრინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, 10 დარტყმა განახორციელეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებში და საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი საბრძოლო მასალის საცავს, 6 საარტილერიო საშუალებას, 2 საკონტროლო პუნქტსა და 2 საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო