Hack Days Georgia 2023 იწყება

ტექ-ანტრეპრენერის, ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი და Gagra Ventures-ი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Hack Days Georgia 2023 ოფიციალურად აანონსებენ.

ინფორმაციას „ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამდღიანი ღონისძიება სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, რომელიც სხვადასხვა აქტივობას - იდეათონს, ჰაკათონს, პრე-აქსლერაციას, აქსელერაციას გააერთიანებს.

„წელს პირველად და შემდეგ უკვე ყოველწლიურად, საუკეთესო დამწყებ ტექ-ანტრეპრენერებს საქართველოდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი – The Nico Kvar Prize გადაეცემათ. ღონისძიების საპრიზო ფონდი $30 000-ამდეა.

ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი - The Nico Kvar Prize ნიკოს სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერაა ინიცირებული და ყველაზე ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას ისახავს მიზნად. ნიკოს პრიზი არის შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. venture capital ფირმებისგან.

Hack Days Georgia 2023 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა ტექნოლოგიური უნარები უკავშირდება მოცემული სფეროებიდან ერთ-ერთს: აგრიტექი, ხელოვნური ინტელექტი; სამომხმარებლო ტექნოლოგიები; Web3; ინფრასტრუქტურა და ვიდეო თამაშები.

ღონისძიება 3 დღეს მოიცავს. პირველი ორი დღე სამუშაო პროცესს, მენტორინგს და ტრენინგებს დაეთმობა, ხოლო დასასრულს დემო დღე გაიმართება, სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ.

თუ დაინტერესებული ხარ აგრიტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://hackdays.ge/registration-agritech

თუ დაინტერესებული ხარ ტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://hackdays.ge/tech-registration

ღონისძიების ორგანიზატორები და პარტნიორები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Agrotank - აგრო აქსელერატორი, Gagra VC, ნიკოს ფონდი, Feedc, BTU, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შვედეთის საერთაშრისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, BMG, Entrepreneur, Marketer, Soplidan.ge, Medialab“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს