ირაკლი ღარიბაშვილი - რაც ევროკომისიის რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით, მოიმატა - დეპოლარიზაცია, შეიძლება ითქვას, რომ არის შეუძლებელი

ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაცია რთული და კომპლექსური საკითხია.

„კიდევ ერთი რეკომენდაცია რჩება, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი. ზოგადად, კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს. თავისუფალი მედია გვაქვს, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.

სამწუხაროდ, რაც დავაკვირდით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით და გამოცდილებით, წინა ხელისუფლების პარტიას ვგულისხმობ, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, რომ ვითანამშრომლოთ მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე ჩვენთვის პრიორიტეტია მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ხალხისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“,- აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება