პრემიერი - თუ ევროპელ მეგობრებს სურთ, რომ საქართველოში პოლარიზაცია დასრულდეს, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს - ეს გადაწყვეტილება, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს

პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როცა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა - ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის იყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თუ საქართველოს ევროპელ მეგობრებს სურთ, რომ საქართველოში პოლარიზაცია დასრულდეს, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს.

„მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როცა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის და მისი გაღრმავებისთვის იყენებენ. ის ძალები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელი და ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში, პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, ამიტომ, თუ ჩვენც და მე მინდა ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანას ამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის და გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ კანდიდატის სტატუსი უნდა მისცეს. ეს როგორც მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო