სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი - გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება - ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ვერტმფრენის ჩართვაა არის საჭირო.

მისივე თქმით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია.

„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. შეძლებისდაგვარად, სამაშველო სამსახური მუშაობს, ჩვენც ჩართულები ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეები იმ სახლებიდან გამოგვყავს, სადაც არ არის მეორე სართული და პირველი სართული დაბალია. გამოგვყავს მოსახლეობა შეძლებისდაგვარად. ადგილობრივებიც გვეხმარებიან, ნავებით გამოჰყავთ ხალხი. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ. წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება. ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო. ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. „ვიშკაზე“, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირას არის, მანქანა წყალმა გასტაცა და ვერტმფრენის ჩართულობის გარეშე ვერ გამოგვყავს. მე როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და ელოდებიან წუთი წუთზე”, - განაცხადა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა სოფელ სუფსაში დავით გუმბარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო