საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე ითანამშრომლებს. სებ-ი ბაზელის ინოვაციის ჰონგ-კონგის ცენტრის mBridge-სა და Aurum-ის პროექტებში ჩაერთვება და ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზელის ინოვაციის ჰაბი (BISIH) 2019 წელს დაარსდა. მისი მიზანია ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

„ mBridge-ის პროექტის ფარგლებში ხდება ქვეყნებს შორის გადახდის ტესტირება DLT ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ გამოუშვან ციფრული ვალუტები და ერთმანეთთან განახორციელონ ტრანზაქციები.

პროექტი Aurum-ი საცალო ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტია, რომლის ფარგლებშიც ხდება შუალედური CBDC-ისა და CBDC-ით უზრუნველყოფილი სთეიბლქოინების არქიტექტურების შესწავლა და მათთვის ტექნოლოგიური პროტოტიპის აგება. აღნიშნული ტექნოლოგიური პროტოტიპის დიზაინი დაფუძნებულია უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პრინციპებზე. ბაზელის წევრ ცენტრალურ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ წვდომა ამ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკურ სახელმძღვანელოზე და სხვა საჭირო მასალებზე, რომელთა გამოყენებითაც უფრო გამარტივდება ექსპერიმენტების ჩატარება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის განვითარების პროცესს.

აღნიშნულ პროექტებში ჩართვით, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს სხვა ქვეყნების ციფრული ვალუტის გამოცდილება, დატესტოს საკუთარი CBDC-ის ტექნოლოგია და საწყის ეტაპებზე მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ბაზელის ინოვაციის ჰაბი ცენტრალურ ბანკებს სთავაზობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო