ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.

შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო