პარტია ,,ხალხისთვის” მდივანი - საჯარო სამსახურში სახელფასო პოლიტიკა გადასახედია

საჯარო სამსახურში სახელფასო პოლიტიკა გადასახედია, - ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის” მდივანი ირაკლი ბუცინაშვილი აცხადებს.

როგორც ბუცინაშვილი ამბობს „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასები და კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ“.

,,დღეს მივიღეთ ჩვენ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი, სადაც საპენსიო სააგენტოს თანამდებობის პირების ხელფასი 13 000 ათასი ლარიდან იწყება, ამას ემატება ათასობით ლარი, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ჯილდოს სახით იღებენ. ზოგადად, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასები და ცხოვრობდნენ კეთილდღეობაში. მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ხელფასს იღებს საჯარო მოხელე ჩვენი გადასახადების ხარჯზე, შესაბამის შედეგს უნდა დებდეს. შევადაროთ ორი ხელფასი ერთმანეთს, საპენსიო სააგენტოს თანამდებობის პირის ხელფასი და რიგითი მეხანძრე-მაშველის, რომლის ხელფასი 1500 ათასი ლარია. ნათლად ჩანს, რომ ჩვენთან სახელფასო პოლიტიკა მოსაწესრიგებელია“,-აცხადებს ირაკლი ბუცინაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო