ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: რა ხდება კონტრშეტევასთან, როდის იქნება შემდეგი ნაბიჯი? ჩემი პასუხია: დღეისთვის ჩვენი ნაბიჯები უფრო სწრაფია, ვიდრე ახალი სასანქციო პაკეტები

კონტრშეტევა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ახალი სანქციები მიიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის მე-18 შეხვედრის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის დასაჩქარებლად კონკრეტული ტექნიკა არის საჭირო, კერძოდ, კი თანამედროვე ავიაგამანადგურებლები.

"ომი ნელდება. ეს არის, ამას ვაღიარებთ. რთულდება და ნელდება ყველა პროცესი: სანქციებიდან იარაღის მიწოდებამდე…

როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: რა ხდება იქ კონტრშეტევასთან, როდის იქნება შემდეგი ნაბიჯი? ჩემი პასუხია: დღეისთვის ჩვენი ნაბიჯები ნამდვილად უფრო სწრაფია, ვიდრე ახალი სასანქციო პაკეტები…

ყოველი გათავისუფლებული მეტრი - ეს ადამიანის სიცოცხლეა… რაც უფრო შორს, მით უფრო მეტი ადამიანი იტანჯება. როგორ მოქმედებს იარაღი? კონკრეტულად და უშუალოდ, აბსტრაქციებისა და რიტორიკის გარეშე. არის კონკრეტული იარაღის კონკრეტული გავლენა. რაც უფრო ძლიერი, შორს მოქმედია, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს კონტრშეტევა, ჩვენი ტერიტორიის აღდგენა. თუ ცაში არ ვართ, მაგრამ რუსეთი არის, ციდან გვაჩერებენ. ჩვენს კონტრშეტევას აჩერებენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო