ლერი ბარნაბიშვილი - ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა, - განაცხადა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

"უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი მოსახლეობაში. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ამ ეტაპზე, გარდაცვლილი არის ორი ადამიანი, ერთი მათ შორის არის მოზარდი ბავშვი, ასევე გრძელდება მეორე მოზარდის ძებნა ლანჩხუთში", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტი, მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა.

"სამძებრო სამუშაოებში ჩართული არის სამაშველო სამსახური, ჩართულია საგზაო დეპარტამენტი, ეს ფაქტი მოხდა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ამიტომ მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა ყველასთან მოხდა დაკავშირება. კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურები.

უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე, სტიქიის პირველივე საათებიდან როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, ჩართული იყო სამაშველო სამსახურები, ჩართული იყო პრემიერის ადმინისტრაცია, მე პირადად ვიყავი კონტაქტზე სამაშველო სამსახურთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა",- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო