თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში, გზებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები. დღის განმავლობაში, ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი. საძიებო სამუშაოებში, როგორც ნავები, ასევე დრონი და კინოლოგიური სამსახური იყო ჩართული.

ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც უშუალოდ ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცაღა ფეხით მისულები ვართ ყველგან, თითოეულ მოქალაქესთან, გვაქვს კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე პირადად ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტი იქნება ეს, თუ სხვა საჭირო საშუალებები, რა თქმა უნდა მივაწვდით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია