იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

კიევს დაუგეგმავი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოსიმასა ჰაიაში ეწვია. ეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში და მის მიზანს რუსული აგრესიის ფონზე ოფიციალური ტოკიოს მხარდაჭერის დემონსტრირება წარმოადგენს.

ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინაში ვიზიტის დროს იოსიმასა ჰაიაში თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას განაგრძობს და რუსული აგრესიის შეწყვეტის მიზნით მტკიცე პოზიციას იკავებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ვიზიტის დროს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებასა და ჩატარების საკითხები იქნება განხილული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო