იუსტიციის მინისტრის მოადგილე - როგორ მოხდა კინოფირების აალება ამას გამოძიება დაადგენს - ყველა საჭირო სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში განთავსებული იყო

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, [არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში] ხანძრის შედეგად, რა გადარჩა და ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, ამ დროისთვის კი, გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დამონტაჟებული იყო ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა როგორც მოხდა კინოფირების აალება ამას გამოძიება დაადგენს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ, ხაზგასასმელია ის, რომ ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ასეთი მაღალი პროფესიონალური მიდგომისთვის, სწორედ მათი დახმარებით მოხდა, რომ მსხვერპლის გარეშე [ჩაიარა შემთხვევამ], ძალიან სწრაფად მოხდა ლოკალიზება. ახლა, ამ შენობაში ხანძარი აღარ არის. რაც შეეხება იმას, თუ რა განადგურდა, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ შევიდეთ. შსს, როდესაც დაამთავრებს ყველა იმ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც უკავშირდება გამოძიებას, მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია ვნახოთ, რა დაზიანდა. რა გადარჩა, ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ სასიხარულო ფაქტი ის, არის, რომ ჩვენ ვიცოდით ამ რისკების შესახებ, გვქონდა ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს არის აალებადი კინოფირები, თუ როგორ მოხდა ამის აალება ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ის ძვირფასი მასალა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო განლაგებული, გაციფრულებულია და ჩვენ ამის ასლები გვაქვს.

ყველა საჭირო პროცედურა და სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში იყო განთავსებული. პირველადი დეტექციაც, ასევე ის სახანძრო სპეციალური სისტემა, რომელიც შიგნით იყო დამონტაჟებული ეს ჩაირთო, ამან იმუშავა და რაც ყველაზე მთავარი იყო, ის ჰიდრანტები, რითაც აღჭურვილია მთლიანად არქივის შენობა გამართულად მუშაობს ამ წუთშიც და მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა, გეტყვით,რომ საჭირო დაცვის სისტემებიც აუცილებელი იყო, ყველაფერი იყო აქ“, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული არქივის ეზოში გუშინ ის შენობა დაიწვა, რომელშიც ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები ინახებოდა. ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასალა, რაც კინოფირებში იყო, გაციფრულებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო