ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„საუბრის დროს ლაჩინის დერეფნის დაბლოკვის შედეგად, მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრირებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის ტენდენციების საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფაშინიანმა პრაღასა და ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებებისადმი და ყველა საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიდგომებისადმი ერთგულება დაადასტურა.

„მზად ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო მოლაპარაკებები გავმართო, რომელიც საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებაზე იქნება მიმართული“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ასევე ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართა. საუბრის დროს მან გერმანიის კანცლერსაც დაუდასტურა, რომ მზად არის აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან სასწრაფო მოლაპარაკებების გამართვისთვის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო