დენის შმიგალი - იაპონია განაღმვისთვის საჭირო მოწყობილობას მოგვაწვდის

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოსიმასა ჰაიასიმ უკრაინისთვის დახმარების გადაცემა დააანონსა.

განცხადებას იოსიმასა ჰაიასიასთან და იაპონიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.

მისი თქმით, იაპონიის დახმარების პაკეტში იარაღი არ შედის, სამაგიეროდ, ამ ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, ანტირუსულ სანქციებს გააძლიერებს და ზამთრის გადატანაში დაეხმარება.

„იაპონია ასევე განაღმვისთვის საჭირო მოწყობილობას მოგვაწვდის, მათ შორის, 24 ამწეს. იაპონელმა მეწარმეებმა კი, თავის მხრივ, კავშირგაბმულობის, ინფრასტრუქტურისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები შემოგვთავაზეს. იაპონიის მსხვილი ბიზნესი ჩვენ ქვეყანასთან გრძელვადიანი თანამშრომლობითაა დაინტერესებული“, - განაცხადა შმიგალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინამ იაპონიისგან 2,1 მლრდ. აშშ დოლარი უკვე მიიღო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო