გურიის გუბერნატორი - ყველა ღონისძიება გატარდება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს

ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას დროულად ახდენენ.

„მოგეხსენებათ, სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, როგორც ოზურგეთის, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჩართულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახური, ცენტრალური ხელისუფლებიდან აქ ბრძანდებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით მოსახლეობასთან, მაქსიმალურად ყველა შეტყობინებაზეა რეაგირება, ხდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების. ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ამასთან, გურიის გუბერნატორი გამოეხმაურა იმ ფაქტს, თითქოს სტიქიის ზონაში რეაგირება დაგვიანებული იყო. მან ასევე, მოქალაქეების განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ წლებია მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

„ვერ დაგიდასტურებთ მსგავს ფაქტს, აბსოლუტურად ყველა განცხადებაზე ხდება რეაგირება მეწყერსაშიშ ზონებში და ისეთ ადგილებში, რომელიც ექვემდებარება გასახლებას. სახელმწიფოს გვაქვს პროგრამა და ამ პროგრამით ძალიან ბევრი ბენეფიციარი სარგებლობს, უსარგებლია და ისარგებლებს მომავალშიც. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ გურიის რეგიონში არის მეწყერსაშიში კერები, ამასთან დაკავშირებით ახლაც ადგილზე მობილიზებული არიან გეოლოგები. სწავლობენ სიტუაციას და აუცილებლად გატარდება შესაბამისი ზომები. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მათი საცხოვრებლის დაფინანსებას”, - განაცხადა გურიის გუბერნატორმა

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო