G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაციას შეთანხმებულად ვაცხადებ", - განაცხადა მოდიმ.

ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში არ შესულა რუსეთის ქმედებების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია.

"დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ ადამიანების უზარმაზარ ტანჯვასა და მთელს მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების ნეგატიურ ზეგავლენას", - ნათქვამია კომუნიკეში.

დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოწოდება კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება - არც რუსეთი და არც სხვა ქვეყნები მოიხსენიება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ: დასავლეთი რუსეთის უფრო მკაცრად დაგმობას ითხოვს, გლობალური სამხრეთის ქვეყნები კი, ეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირებას ირჩევს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო