თბილისში კონფერენცია - „ინფრასტრუქტურული ინოვაციები - თბილისი 2023“ გაიმართა

თბილისში კომპანია „ელიტ ტექნოლოჯის“ 15 წლის საიუბილეო კონფერენცია - „ინფრასტრუქტურული ინოვაციები - თბილისი 2023“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ის მიღწევები, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან და მოწინავე კომპანიებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა და ინოვაციურ სიახლეებად მიიჩნევა.

„ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჩამოსული ჩვენი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ჩვენ ვაფართოებთ კავშირებს, ვიღებთ მათ გამოცდილებებს, გვინდა, ეს ყველაფერი საქართველოში დავნერგოთ, გვინდა, ვიყოთ პირველები ქართულ ბაზარზე. სამომავლოდ ჩვენ ინვესტორებთან ერთად სურვილი გვაქვს დავიპყროთ ამიერკავკასიისა და შუა აზიის ბაზარი ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით. კონფერენციის ფარგლებში იყო ბევრ საინტერესო თემაზე საუბარი ინოვაციური მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების. მუშაობა მიმდინარეობს უკვე პროექტებზე, რომლითაც ვაპირებთ სხვადასხვა ქვეყნებში საქმიანობის განვითარებას. აქვე მინდა დავაანონსო, რომ საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო ინფრასტრუქტურული ინოვაციების გამოფენა, რომელშიც მსოფლიოში წამყვანი ბრენდები მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება პირველი გამოფენა ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ სფეროში“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელმა გიორგი მამადაშვილმა.

9 სექტემბერს, კომპანია „ელიტ ტექნოლოჯი“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო