სერგეი ლავროვი - "დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა - დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს

ნიუ-დელიში "დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"სამიტი უპირობო წარმატებაა მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ინდოეთისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. "დიდი ოცეული" შიდა რეფორმირებას განიცდის. ეს გამოიხატა იმაში, რომ "დიდი ოცეულის" წევრები გლობალური სამხრეთიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს. ”ძირითადად, გლობალური სამხრეთის კონსოლიდირებული პოზიციის წყალობით, შესაძლებელი გახდა დასავლეთის მცდელობის აღკვეთა, მოეხდინათ სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაცია განვითარებადი ქვეყნების გადაუდებელი ამოცანების განხილვის საზიანოდ", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, "დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო