რევაზ ჯაველიძე - პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია და არც მომავალში აპირებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იმგზავროს - კამპანია, რომელიც  მიმდინარეობს, არის ცილისმწამებლური

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე.

მისივე თქმით, პრემიერს კანონი არ დაურღვევია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია - არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არც მომავალში აპირებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იმგზავროს. მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია. სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება მას აქვს ისევე, როგორც სახელმწიფო დაცვის უფლება. ამაზე ანზორ ჩუბინიძემ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა და ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს არის ცილისმწამებლური, არის ცრუ და არის ტყუილი. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ „იმედთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

საპასუხოდ მთავრობის სტრატკომმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტს და დეზინფორმაცია უწოდა.

სტრატკომის ინფორმაციით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამასთან, მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები მათ შორის, კომერციული და კერძო პირებისგან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო