კახა კალაძე - მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა

სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი უწყება იყო მობილიზებული, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. პირველივე წუთებიდან როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დღესაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

„მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობს. მადლობა მერებს, მერიის თანამშრომლებს, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივს, მხარდამჭრებს. მათ, ვინც დაკავებულები არიან ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებით. თითოეულ ოჯახთან მიდიან ჩვენი წარმომადგენლები, არის ცხელი ხაზი, სადაც ზარები ფიქსირდება. ყველა ოჯახიდან გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც საშიშ ადგილებში ცხოვრობენ, ეს ღონისძიებები გაგრძელდება. მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო