ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ გეგმას, როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება - საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე პირნათელი იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება ზუსტი გეგმა, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება.

მან ჯოზეფ ბორელის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება იმისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ დადებითი დასკვნა წარმოადგინოს და დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

„მნიშვნელოვანი ვიზიტი და შეხვედრები იყო, მათ შორის შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები. კონკრეტული წინადადებები იყო წარმოდგენილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება. კერძოდ, წარმოვადგენთ იმის გეგმას, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება. უახლოეს მომავალში ძალიან ზუსტი გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოების წინაშე პარტნიორების წინაშე ამასთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება იმისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ დადებითი დასკვნა წარმოადგინოს და დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე პირნათელი იქნება ამ თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, რომ წელს მაინც გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება