ვიქტორია ნულანდი - აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელიც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია - უკრაინა  დემოკრატიის სწორ მხარეს დგას და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია იმ პროგრესით, რომელსაც უკრაინის დამცველებმა მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

”ეს კონტრშეტევა მიმდინარეობს კილომეტრ-კილომეტრობით, მაგრამ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელიც მიღწეულია, განსაკუთრებით სამხრეთში”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთში თვეების განმავლობაში ძლიერი თავდაცვა შექმნა, რომლის დაძლევაც შესაძლებელია შეერთებული შტატებისა და უკრაინის მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის მთავრობასთან, მივაწოდოთ აღჭურვილობა მექანიზებული განაღმვისთვის, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და სხვა იარაღები“, - ნულანდმა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ ევროპელ, აზიელ და აფრიკელ პარტნიორებს ყველაფერი აუხსნა იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, თუ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს.

„თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ამ ტიპის ბოროტება მთელ მსოფლიოში ნორმა გახდება. უკრაინა დგას დემოკრატიის სწორ მხარეს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო