მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, მაშველები შიშველი ხელებით ცდილობენ გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოყვანას

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

BBC-ის ინფორმაციით, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. BBC-ი წერს, რომ მაროკოსთვის ამ დახმარებას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი გასული საათი ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსებს ამცირებს.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო