მამუკა ხაზარაძე - კობახიძეს ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს - მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში

კობახიძეს ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს. მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს.

„დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს!

კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით...

გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო