„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„კერძოდ, ხსენებული მაგისტრალის 212.9 კილომეტრზე არსბულ მარეგულირებელი კვანძის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 13 სექტემბრის 06:00დან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გაზგამანაწილებელ სადგურ „ზარიძეების“ მომხმარებლებს, კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ალაჯანი, წიკვლიანთკარი, ჯერვალიძეები, საკრეჭო, ზარიძეები, ხობცა, იარაჯულები, ჯიჯეთი, ვერხველი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო