„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „კინგსი“ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას იწყებს

„საქართველოს ბანკი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფინანსური ინსტიტუტი უკვე მესამე წელია რაც Kings International-ის მიერ საქართველოში გამართული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორია.

„ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგნობრივი ოლიმპიადებია, რომელშიც მონაწილეობა უკვე 700 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. წელს ოლიმპიადა სამ საგანში გაიმართება: 15 ოქტომბერი - ინგლისური ენა; 5 ნოემბერი - ქართული ენა; 12 ნოემბერი - მათემატიკა. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას განათლების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „კინგსთან“ პარტნიორობით, წელსაც ვართ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორები. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოცადონ საკუთარი თავი და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაიცნონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთად შექმნან უკეთესი მომავალი. „საქართველოს ბანკი“ კი აქტიურად აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და კიდევ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინიციატივის განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო