ანალენა ბერბოკი - ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ „ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია“.

„ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას", - განაცხადა ბერბოკმა კიევში.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა.

„პუტინის საშინელი ტერორი გამოიხატება არა მხოლოდ უკრაინაში ყოველდღიურად სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაძაბუნება. რუსეთი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, ის მომავალს ართმევს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ საბავშვო ბაღებიდან, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ", - აღნიშნა ბერბოკმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება