თინა ხიდაშელი - ღარიბაშვილს ბორელისთვის ერთადერთი, რაც დარჩა სათქმელი, იყო: „წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხი“

თუ საქართველოს ხელისუფლება მორიგ, რუსული კანონის მსგავს სიგიჟეს არ შემოგვთავაზებს, ჩვენ კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს მივიღებთ, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან განწყობის და პოლიტიკური ნების ცვლილება დააახლოებს.

„მე მაქვს 100%-იანი რწმენა, რომ ჯოზეფ ბორელი აქ ჩამოსული იყო ერთადერთი მისიით - შინაგანად ჩამოყალიბებულია, რომ მისი ერთი ხმა, მისი ერთი პასუხისმგებლობა და გავლენა რაც აქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნდა დახარჯოს. ის ამაზე ჩამოყალიბებულია. საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ პოზიტიური გზავნილი მიეცა ხელისუფლებისთვის, ოღონდ გაეფრთხილებინა, რომ ეს სტატუსი არ იქნება საჩუქარი და რომ მას მოჰყვება კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება, რეკომენდაცია და კიდევ უფრო ფართო ამბიციური რეფორმების გეგმა.

თუ საქართველოს ხელისუფლება მორიგ, რუსული კანონის მსგავს სიგიჟეს არ შემოგვთავაზებს, ჩვენ კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს მივიღებთ, მაგრამ ოქტომბერში დოკუმენტი, რომელიც კომისიამ უნდა გამოსცეს, არ იქნება მარტივი ჩვენთვის.

იმის მიუხედავად, რომელი კანონის რომელ მუხლში რა ჩაიწერება, ეს ჩვენ ევროკავშირთან ვერ დაგვაახლოებს. ჩვენ ევროკავშირთან დაგვაახლოებს განწყობის და პოლიტიკური ნების ცვლილება საქართველოში, რომ ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გეგმა შედგეს. თავად პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი დეპოლარალიზაციაზე საუბრობდა იმავე ტერმინებით, რა ტერმინებითაც ჩხუბში ლაპარაკობს ხოლმე. ეს გამორიცხავს დეპოლარიზაციას. მტრულ ძალებს და რადიკალებს ეძახდა საკუთარ ოპონენტებს იმ პრესკონფერენციაზე, სადაც სურვილი ჰქონდა სხვისთვის დაებრალებინა პოლარიზაციის არსებობა.

ადამიანების უდიდესი ნაწილის გამოხმაურებებს თუ ნახავდით, აღფრთოვანებულები იყვნენ - „ნახე, რა მაგრად დაახურა ბორელს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა?!“ - წარმოიდგინეთ სად ვართ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. ადამიანები ამბობდნენ, რომ ერთადერთი კომპონენტი დარჩა იქ, რომ მერე ბოლოში უნდა ეთქვა - „წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხიო“. იმავე ტრიბუნასთან იდგა ბორელიც, მე და თქვენ ტელევიზიიდან გვესმოდა და მას გვერდში ელაპარაკებოდა ამას ადამიანი, რომელსაც ერთი წელია ეუბნებიან, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს ქვეყანაში და ცივილიზებული დიალოგის რეჟიმში გადახვიდეთო. მან ვერ შეძლო ნახევარი საათით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან დიალოგი. მე ვფიქრობ, ნათელია, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენთვის დამამშვიდებელი, რადგან მე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვითხოვ მათგან, ვინც გვეიმედებიან“, - განაცხადა ხიდაშელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო