ნინო ჩხობაძე - რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია - ყინული დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს

რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია - ყინული დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს, - ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არ მივეჩვიეთ საკუთარი ბუნების მოსმენას, ვერასდროს გავალთ ფონს, ვერ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რომ მსხვერპლი არ გვქონდეს.

„გარემოსდამცველები დიდი ხანია მსოფლიოს ვაფრთხილებთ, რომ ბუნებრივი კატასტროფები გახშირდება, ამან კი შეიძლება ბევრ ადგილას ფორსმაჟორული სიტუაციები შექმნას. მსოფლიო მეცნიერების მიერ არაერთი მოხსენება გაკეთდა, ეს პროგნოზირებული იყო. რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია. ამას გლობალური კლიმატის კრიზისი ტყუილად არ უწოდეს. რეალურად, უფრო გვიან ეტაპზე იყო ნავარაუდევი, რომ ასეთი მოვლენები განვითარებული იქნებოდა, ახლა ეს მთელს დედამიწაზე ცოტა დაჩქარებული ტემპით მიდის.

ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რა თქმა უნდა, ცენტრალური კავკასიონია. ის, რაც ცენტრალური კავკასიონისთვისაა დამახასიათებელი, ისევე როგორც არქტიკისა და ანტარქტიდისთვის, არის ის, რომ ყინული დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს.

გურიის შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ ყინულოვან საფარზე იყო დამოკიდებული, ეს ნალექის შედეგად იყო მიღებული. ბევრ შემთხვევაში ეს წყალდიდობები არ არის სეზონური. დღეს ეს აბსოლუტურად სტიქიურად ხდება, იმიტომ, რომ ბუნება სხვანაირ დღის წესრიგს გვთავაზობს.

როდესაც სახლს კალაპოტში აშენებ, უნდა ელოდო, რომ ის წყალდიდობის დროს აუცილებლად დაიტბორება. როცა შენ ნაპირზე კორპუსს აშენებ, უნდა ელოდო, რომ წყალმოვარდნის დროს შეიძლება გაირეცხოს, ან ნაპირი ჩამოიქცეს. როცა შენ სახლს პირდაპირ მეწყრის ქვემოთ აშენებ და თან ზემოთ ტყეს ჩეხ, უნდა ელოდო, რომ ეს მეწყერი აუცილებლად ჩამოვა. თუ არ მივეჩვიეთ საკუთარი ბუნების მოსმენას, ვერასდროს გავალთ ფონს, ვერ გავაკეთებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რომ ასეთი მსხვერპლი არ გვქონდეს”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო