დიმიტრი პესკოვი - თუ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს

თუ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მისთვის კონკურენციის გაწევას ვერავინ შეძლებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, პუტინი "მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს".

"პრეზიდენტს ჯერ არ გამოუცხადებია, რომ თავის კანდიდატურას წარადგენს, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ წარადგენს, მაშინ აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე პრეზიდენტს ნამდვილად ვერავინ გაუწევს კონკურენციას", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კრემლში მზადება ჯერ არ დაწყებულა.

რუსეთის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში უნდა გაიმართოს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო