სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

2023 წლის 11-14 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მართავს შეხვედრებს ვაშინგტონში. ამის შესახებ ინფორმაციას სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს (DRL) ხელმძღვანელ პირებთან, ასევე ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და იუსტიციის დეპარტამენტში სამოქალაქო უფლებების სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან.

„თეთრ სახლში დაგეგმილია შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დირექტორთან.

სახალხო დამცველი შეხვდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს; საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ორგანიზაცია Freedom House-ის ევრაზიის რეგიონული მიმართულების დირექტორებს და სხვა წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელთან.

ვიზიტის დასასრულს ლევან იოსელიანი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო