საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო-მოსამსახურეებისათვის როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე შესაბამისი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობას. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დახმარებით გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩოხელმა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გაბრიაძემ მოაწერეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო