ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

უწყების ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მთავრობის მეთაურმა ელჩს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო